logo
ENG



ბილანიშვილმა მთავარი არხისა და გვარამიას წინააღმდეგ ქარტიაში სარჩელი შეიტანა

14 ივლ 202009:36
3 წუთის საკითხავი
 

ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე "კაწრომ" "მთავარი არხისა" და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ბილანიშვილის უფლებადამცველი თამარ აბესაძე აცხადებს, ტელეარხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის რეპუტაცია შელახა.

ქარტიაში იმსჯელებენ დაირღვა თუ არა კოდექსის პირველი, მესამე და მეთერთმეტე მუხლები. აბესაძის განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

"დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მეშვეობით.ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ დასკვნას", - აღნიშნა ადვოკატმა. 


close დახურვა